ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო ფრანგული მაღალი მოდის წარმომადგენელი ბრენდები Balenciaga და Saint Laurent სახის ნიღბებს გამოუშვებენ.
ბრენდებმა Balenciaga და Saint Laurent ნიღბების გასაკეთებლად აღჭურვილობა და მატერია უკვე შეიძინეს – ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Kering ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ბრენდები ნიღბების გამოსაშვებად ამჟამად მხოლოდ ოფიციალურ ნებართვას ელოდებიან.
ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად მოდის სხვა დიდი სახლებიც გამოვიდნენ. LVMH-მ Dior-ისა და Gyvenchy-ს კოსმეტიკის ქარხნებში ანტისეპტიკების წარმოება დაიწყო, ხოლო Gucci იტალიისთვის შეკერავს და უსასყიდლოდ გასცემს 1.1 მილიონ ნიღაბს და 55 000 სამედიცინო კოსტუმს.