კომპანია „სარაჯიშვილმა“ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 50,000 ლარი ჩარიცხა

პირველი ქართული ღვინის ბრენდმა „სარაჯიშვილი“ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში „StopCov“ 50,000 ლარი გადარიცხა, რათა საქართველოში პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გამოსწორებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ვთვლით, რომ დღეს სახელმწიფო, კერძო სექტორი და საზოგადოება ერთიანი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა ერთად შევძლებთ ამას. გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ – აცხადებენ კომპანიაში.

StopCov ფონდი სპეციალური პლატფორმაა, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ კორონავირუსთან საბრძოლველად ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხონ. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას თუ სხვა აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას.

„სარაჯიშვილი“ სრულად აცნობიერებს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდა, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად. კომპანია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შეიტანოს პანდემიის შედეგების საწინააღმდეგოდ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევაში.

კომპანია „სარაჯიშვილი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციების ითვალისწინებს და უსაფრთხოების ზომებს გამკაცრებულად იცავს:

  • კორონავირუსის მასობრივად გავრცელების საშიშროების დღიდან კომპანიაში აქტიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები;
  • კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლები სრულად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე;
  • დროებით დაიხურა სარაჯიშვილის ბრენდ მაღაზია.