ილონ მასკმა კალიფორნიას ფილტვების ვენტილაციის 1000 აპარატი გადასცა

Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა კალიფორნიას ფილტვების ვენტილაციის 1000 აპარატი გადასცა. 

თავდაპირველად ილონ მასკი ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეულ პანიკას უაზრობად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე გადამეტებული იყო. მასკი, ასევე, ეწინააღმდეგებოდა Tesla-ს ქარხნის დახურვას აშშ-ში.

შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულებს რაოდენობით, იტალიისა და ჩინეთის შემდეგ, აშშ მესამე ადგილს იკავებს.