ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები გადაიდო

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა მზადება დაიწყეს საზაფხულოდ დაგეგმილი თამაშების გადასადებად, იტყობინება ოფიციალური განცხადება.

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და იგი შემდგომ წელს ჩატარდება.

იაპონიის ოფიციალური პირები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ტომას ბახი დიდი ხნის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ, არსებული კრიზისის მიუხედავად, ოლიმპიადა 24 ივლისს დაიწყებოდა, თუმცაღა, საბოლოოდ მაინც ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაზე – ოლიმპიადის გადადებაზე შეჩერდნენ.