Facebook-მა შესაძლოა Messenger-ს დაფორვარდების ფუნქცია შეუზღუდოს

კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, Facebook-მა, შესაძლოა  Messenger-ზე ახალი შეზღუდვები დააწესოს.

კომპანია მუშაობს ახალ ფუნქციაზე, რომელიც მომხმარებელს ერთი და იმავე შეტყობინების მაქსიმუმ ხუთ ადამიანთან გაგზავნის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული ფუნქცია ემსახურება ცრუ ინფორმაციის გავრცელების მაქსიმალურად შემცირებას.

ზემოხსენებულის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ WhatsApp-ის მიერ დაწესებული მსგავსი სახის შეზღუდვის შემდგომ მიიღო.

„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ხელი შევუშალოთ დეზინფორმაციის გავრცელებას ჩვენსავე პლატფორმებზე, განსაკუთრებით კი იმგვარი ინფორმაციების, რომლებიც კორონავირუსთანაა დაკავშირებული. ამჟამად ჩვენ ვტესტავთ ფუნქციას, რომელიც მომხმარებელს ლიმიტს დაუწესებს ერთი და იმავე მესიჯის სხვა მომხმარებლებთან ერთდროულად გადაგზავნის რაოდენობაზე.“