ნობელის პრემიის ლაურეატი ქალები #WomenPWR

ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად, 1895 წელს ნობელის პრემია დაარსდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და საპასუხისმგებლო პრემიაა მსოფლიოში.

2009 წლის მონაცემებით იყო 762 ნობელიანტი მამაკაცი და 40 ნობელიანტი ქალი. დღეს ეს მონაცემები შეცვლილია. 

გთავაზობთ რამდენიმე ნობელის პრემიის ქალ-ლაურეატს:

Marie Curie (Nobel-Chem).jpg

მარი სკლოდოვსკა-კიური ფიზიკოსი და ქიმიკოსი იყო. სწორედ მისი ნაშრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს. სკლოდოვსკა-კიურის ორჯერ მიენიჭა ნობელის პრემია. მარი პირველი ნობელის პრემიის ლურეატი ქალია. 

Nobel Prize 2009-Press Conference KVA-30.jpg

ამერიკელი პოლიტოლოგი და ეკონომისტი ელინორ ოსტრომი პირველი ქალი ეკონომიკის პრემიის ლაურეატია. ოსტრომი აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი და ბევრი ჯილდოს მფლობელი ქალია. 

sigrid undset-ის სურათის შედეგი

ნორვეგიელი მწერალი და ნობელის პრემიის 1928 წლის ლაურეატი სიგრიდ უნსეტი შუა საუკუნეების ჩრდილოეთის ცხოვრებას აღწერდა.

“უნსეტის ადრეული პერიოდის ნაწარმოებთა გმირები ქალაქის შეუმჩნეველი, დაჩაგრული მუშაკებია. უნსეტი ცდილობს ისეთი ძლიერი ქალის პორტრეტი შექმნას, რომელსაც მედგარი სიყვარულისა და ბრძოლისუნარიანობის ძალა შესწევს. ქალისა, რომელიც ჩაკირულ და დამყაყებულ მანკიერ ტრადიციებს აღუდგება წინ და თავისას მაინც გაიტანს.”

ირენ ჟოლიო-კიური ფრანგი ფიზიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი იყო ქიმიაში. საინტერესო ფაქტია, რომ საერთო ჯამში კიურების ოჯახი ყველაზე მეტი ნობელის პრემიის მფლობელია.

1935 წელს ირენ ჟოლიო-კიურისა და ფრედერიკ ჟოლიოს ერთობლივად მიენიჭათ ნობელის პრემია ქიმიის დარგში „ახალი რადიოაქტიური ელემენტების სინთეზის განხორციელებისათვის“.

Toni Morrison.jpg

ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი და ესეისტი ტონი მორისონი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია ლიტერატურის დარგში, სულ რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.

ის საკუთარ ლიტერატურულ ნაწარმოებებში მუდმივად აღწერდა აფრო-ამერიკელების ისტორიის მთავარ ეტაპებს: მონობის ეპოქა, სამოქალაქო ომი, სამოქალაქო უფლებებისათვის მოძრაობის პერიოდი.