პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

უელსის 71 წლის პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრინცი ჩარლზი დაავადების მსუბუქ სიმპტომებს ავლენს, თუმცა მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვირუსი არ დაუდასტურდა მის მეუღლეს.

ცნობისთვის, ჩარლზი და კამილა შოტლანდიაში, ბალმორალში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ჯერჯერობი ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ ვისგან დაინფიცირდა პრინცი.