რიანას ფონდმა კორონავირუსთან საბრძოლველად $5 მილიონი გაიღო

რიანას მიერ 2012 წელს დაარსებულმა კლარა ლიონელის ფონდმა, დღესდღეობით გლობალურად გავრცელებულ კორონავირუსთან საბრძოლველად, 5 მილიონი დოლარი გასცა ქველმოქმედების სახით.

Photo Credits to Aurelien Meunier

ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თანხა გადაეცემა იმგვარ ორგანიზაციებს, როგორებიცაა: Direct Relief, Feeding America, Partners in Health, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კორონავირუსთან გამკლავების სოლიდარობის ფონდი, საერთაშორისო სამაშველო კომისია. თანხის გადარიცხვის მიზანი კი, უმთავრესად ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების ძირითადი საჭიროებებით (რესპირატორული აღჭურვილობები, სამედიცინო ნიღბები და სხვ.) უზრუნველყოფაა.

„კლარა ლიონელის ფონდის მიერ გაცემული თანხა უმთავრესად იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ყველაზე მეტ ზიანს აყენებს პანდემია. არასდროს ყოფილა ამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი დღესდღეობით არსებული დაუცველი და მარგინალიზებული ჯგუფების დაცვა.“ – აცხადებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯასტინ ლუკასი.


წყარო: https://www.wmagazine.com/story/rihanna-coronavirus-donation-5-million-dollars-clf/?fbclid=IwAR2vUvp4S5pfVDryoqifGqCTVpNC5WurRMIgz1nFphGPcIptBCNQPC86Ob4