ფედერერი კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად მილიონ შვეიცარიულ ფრანკს გაიღებს

როჯერ ფედერერი, შვეიცარიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, კორონავირუსის კრიზისის დასაძლევად ერთ მილიონ შვეიცარიულ ფრანკს დაუცველი ოჯახების დასახმარებლად გადარიცხავს.

Photo by Kevin Lee

„ეს ყველაზე რთული დროა და არავინ არ უნდა დარჩეს მარტო. მე და მირკამ გადავწყვიტეთ, ერთი მილიონი შვეიცარიული ფრანკი გავიღოთ ყველაზე დაუცველი ოჯახებისთვის. ჩვენი წვლილი მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვებიც შემოგვიერთდებიან ამ კრიზისის დასამარცხებლად.“ – განაცხადა ფედერერმა.