It’s Ok To Be Human

ახალმა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა. COVID-19-ის გავრცელებას ადამიანები გლობალურად ებრძვიან იმგვარი ხერხებით, როგორიცაა თვითიზოლაცია და კარანტინი. აღნიშნულ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო მასშტაბით. ამერიკულმა ინდი-პოპ ჯგუფმაც – Foster the People, 2020 წლის 24 მარტს, კორონავირუსთან დაკავშირებით, გამოუშვა ახალი სიმღერა – „It’s Ok To Be Human“.

სიმღერა ნათლად ასახავს იმ მარტოსულობას, რომელსაც ადამიანი იზოლაციაში ყოფნისას განიცდის. ასევე, მასში გამოხატულია რწმენა იმისა, რომ მიუხედავად ნეგატიური ფიქრებისა, რაც ადამიანთათვის ბუნებრივი მოვლენაა კრიზისულ სიტუაციაში, ყველაფერი კარგად იქნება და ადამიანები ერთმანეთის გვერდში დგომით ერთმანეთისავე ძალად იქცევიან. სიმღერითვე ჯგუფი მოუწოდებს მსმენელს, რომ არ დანებდნენ, რადგან ჩვენ ყველა ერთად ვართ, ერთმანეთის გვერდით.

ამერიკული მუსიკალური ჯგუფი 2009 წელს დაარსდა. ჯგუფმა განსაკუთრებული პოპულარობა 2010 წელს გამოშვებული სიმღერის – „Pumped Up Kicks“-ის საშუალებით მოიპოვა.