კანის კინოფესტივალის ტერიტორიაზე უსახლკაროთა თავშესაფრი გაიხსნება

კანის კინოფესტივალისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ფესტივალის ადმინისტრაციამ უსახლკაროთა თავშესაფრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, თავშესაფარი ღამეში 70 ადამიანს მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის კანის კინოფესტივალი ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო.