რიტა უილსონისა და ტომ ჰენკსის რჩევები: რას მოვუსმინოთ იზოლაციაში ყოფნისას

მას შემდეგ, რაც ტომ ჰენკსსა და რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ, ისინი ავსტრალიაში, იზოლაციაში იმყოფებიან და ცდილობენ იპოვონ ის საშუალებები, რომელიც მათ დროის გაყვანაში დაეხმარება.

რიტა უილსონმა გადაწყვიტა შეექმნა კორონავირუსის გავრცელებასთან თემატურად დაკავშირებული მუსიკალური ფლეილისტი QUARANTUNES, რომელიც მოგვიანებით ტვიტერზეც გააზიარა.

სია აერთიანბს ისეთ სიმღერებს, როგორიცაა: Tired of Being Alone, All By Myself, I Will Survive, I Want to Break Free, Stronger (What Doesn’t Kill You), Night Fever, U Can’t Touch This, Stuck With You და სხვ.