12+1 | Sophie Villy – დავრჩეთ სახლში

ქართველი მომღერალი სოფი ვილი უერთდება კამპანიას #დარჩისახლში და მის ფანებს ლაივ სესიით მოუწოდებს, არავითარ შემთხვევაში არ გავიდნენ გარეთ.

ყოველდღიურად ვლოცულობ იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუკვლეველ ვირუსს ებრძვის. უზომოდ მადლიერი ვარ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების – გმირები ხართ!

თქვენ კი გთხოვთ, რომ სახლებში დარჩეთ და ასე გადაარჩინოთ სიცოცხლე!

COVID-19-მა ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა – ჩვენ დავიწყეთ ფიქრი, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საბოლოოდ, ერთმანეთის შემჩნევაც დავიწყეთ. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ გატაცებული ვყავდით გაგიჟებული სამყაროს ტემპებს და ჩვენს მობილურებში ვიკარგებოდით… ახლა კი გვაქვს დრო ვიფიქროთ, ვილოცოთ, ჩავეხუტოთ, ვესაუბროთ ერთმანეთს, მოვამზადოთ სადილი, ვეთამაშოთ ბავშვებს, წავიკითხოთ, ვიცეკვოთ, ვწეროთ, ვიმღეროთ, დავუკრათ, ფილმებს ვუყუროთ, ყველაფერი ვაკეთოს, საერთოდ ყველაფერი – გარდა სახლიდან გასვლისა.

We gotta be calm
We gotta stay together
All I know
All I know
LOVE WILL SAVE THE DAY.

12+1.