რატომ ღელავს თქვენი ძაღლი, როდესაც მას ტოვებთ

ამა თუ იმ გზით თითქმის ყველა ძაღლი ხვდება, როდესაც პატრონი მარტო ტოვებს და ამის გამო ის, როგორც წესი წინასწარ იწყებს ნერვიულობას. ამ ნერვიულობას ძაღლები ყეფით და ნივთების განადგურებით გამოხატავენ. ათწლეულების განმავლობაში მათი მეპატრონეები არასწორად რეაგირებდნენ ცხოველების ამგვარ ქცევაზე.

მკვლევარებმა 100-ზე მეტი განსხვავებული ჯიშის 2,757 ძაღლი შეისწავლეს. შედეგად კი დადგინდა, რომ ერთგვარი ,,განშორების შფოთვა“ არ არის დამოკიდებული მეპატრონეზე და პირიქით, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ რეალურ მიზეზებს, რაც ასეთ ქცევას განაპირობებს.

აშშ-ის ლინკოლნის უნივერსიტეტის ვეტერინარული ქცევითი მედიცინის პროფესორი დანიელ მილსი ამბობს, რომ ძაღლებისთვის ამგვარი განშორების შფოთვა და უჩვეულო მდგომარეობა არ არის სასარგებლო. პრევენციისთვის კი მნიშვნელოვანია პატრონი გაერკვეს, თუ რატომ ღელავს შინაური ცხოველი.

არსებობს მღელვარების ოთხი წყარო:

  • რეაქციები გარე გამღიზიანებელზე, ხმაურზე;
  • სურვილი, გავიდეს გარეთ;
  • მოწყენილობა;
  • მძლავრი სურვილი, შორს იყოს სახლში არსებული გარემოსგან.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი ძაღლი შეწუხებული და იმედგაცრუებულია და ამას გამოხატავს, მაშინ სახლიდან გასვლამდე უნდა დაკავდეთ მასთან ერთად ისეთი აქტივობით, რაც უყვარს. შეამსუბუქეთ მისი იმედგაცრუება და გამოიყენეთ ამისთვის სხვადასხვა თამაში და მისი საყვარელი სათამაშოები.

ეს პრობლემა მარტივად აღმოფხვრადია თვითიზოლაციის პერიოდში. თქვენ გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა გქონდეთ აქტიური ურთიერთობა თქვენ საყვარელ მეგობართან და ისიამოვნოთ მასთან ყოფნით.