როგორ ასახავენ კორონავირუსის პანდემიას ფოტოჟურნალისტები

კორონავირუსის გლობალურად გავრცელებამ ფოტოგრაფებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. მათ სოციალური დისტანცირების ფარგლებში უნდა შეძლონ არსებული მოვლენების ზუსტად და ნათლად ასახვა.

ჩინეთი

პეკინში მომუშავე ფოტოგრაფ – კევინ ფრეიერს არ ახსენდება ცხოვრების ის ეტაპი, რომელიც ამგვარ სირთულეებთან იქნებოდა მისთვის დაკავშირებული. მიუხედავად კრიზისული მდგომარეობისა, იგი მაინც ცდილობს არსებული სიტუაციის ასახვას ფოტოსურათებზე.

KEVIN FRAYER / GETTY IMAGES

კევინ ფრეიერის მიერ Getty Images-ისთვის გადაღებულ ფოტოსურათზე ნათლად ჩანს დამცავ სამოსში გამოწყობილი მოხალისე, რომელიც პეკინის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის შემადგენელ ნაწილს წმენდს.

იტალია

Reuters-ის ფოტოგრაფი იარა ნარდი, რომელიც ამჟამად იტალიაში ეწევა ფოტოგრაფიულ სამიანობას, ამბობს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რომლის გამოც, თითქმის შეუძლებელია ყოველთვის სახლში ყოფნა, ჩვევად ექცა, არასდროს გავიდეს სახლიდან დამცავი ნიღბის, ხელთათმანებისა და ანტისეპტიკური ხელსახოცების გარეშე.

YARA NARDI / REUTERS

„ჩემი ნამუშევრები, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის მარტოსულობის მომენტებს ასახავს, მაგრამ კორონავირუსის ამბები, რომელთაც ახლა გადმოვცემ, ეხმიანება მთელ მსოფლიოში გავრცელებულ ადამიანების მიერ განცდილ მარტოობას.“ – ამბობს ნარდი.

აშშ

Reuters-ის კიდევ ერთი ფოტოგრაფი, დეივიდ რაიდერი გვთავაზობს ფოტოსურათებს სიეტლისთან ახლოს მდებარე კირკლენდიდან. ფოტოზე ასახულია საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთაგან 35 გარდაიცვალა. ფოტოგრაფებს არ აქვთ უფლება საკუთრების შიგნით გადააადგილდნენ, რაც რაიდერის თქმით, მეტად რთულს ხდის გულწრფელი და ემოციური ფოტოსურათების გადაღებას.

DAVID RYDER / REUTERS

მოცემულ სურათზე ნაჩვენებია პაციენტის შვილი – ლორი სპენსერი, რომელიც მობილური ტელეფონით ესაუბრება კორონავირუსით დაავადებულ 81 წლის დედას – ჯუდი შეიფს.

 

წყარო: Wired