საყოველთაო კარანტინის პირობებში უსახლკარო ძაღლებისა და კატების შეფარების შემთხვევები გახშირდა

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უსახლკარო ძაღლებისა და კატების შეფარების შემთხვევები გახშირდა. კორონავირუსმა უფრო მეტ ადამიანს უბიძგა თავისი კარი თავშესაფარში ბინადარი შინაური ცხოველებისთვის გაეღო.

23 მარტს, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს განსაკუთრებული მიზეზის გარეშე სახლიდან გასვლა აეკრძალათ. უკანასკნელ კვირებში სახლში გატარებულმა დიდმა დრომ კი ბევრს უბიძგა შინაური ცხოველებისთვის ახალი სახლი მიეცა – ამბობენ „ბატერსის ცხოველთა თავშესაფარში“.

16 მარტიდან მოყოლებული, სულ რაღაც ერთ კვირაში, თავშესაფარმა სახლებში 86 ძაღლი და 69 კატა დააბინავა. ეს მნიშნელოვნი ზრდაა გასულ წელთან შედარებით, როდესაც მხოლოდ 42 ძაღლი და 29 კატა აიყვანეს.

ბატერსის თანამშრომლის, რობ იანგის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები კომპანიონების შეძენისკენ მიისწრაფიან.

„ახლა ადამიანებს გამოუჩნდათ უფრო მეტი დრო, რომ დააბინავონ ცხოველები და ამასთანავე, მათ სურთ გააკეთონ სიკეთე და გადაარჩინონ სახლის მოლოდინში მყოფი ოთხფეხა მეგობრები“-ამბობს იანგი.