Apple Books-ის წიგნების დიდი ნაწილი უფასო ხდება

პანდემიისა და თვითიზოლაციის პირობებში ბევრი კომპანია იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ზოგი აპლიკაციებს ხდის უფასოდ ხელმისაწვდომს, ზოგი სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებს და ა.შ
ამჯერად, ტექნოლოგიების გიგანტმა ეფლმა Apple Books-ში არსებული სხვადასხვა კატეგორიის ბევრი წიგნი უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა.

9to5Mac-ის პოდკასტის წამყვანი, ზაკ ჰოლი ამბობს, რომ მომავალში Apple Books-ზე არსებულ აუდიოწიგნებს გამოწერის ფუნქცია დაემატება. ეს კი ნიშნავს, რომ Apple Books ე.წ სტრიმინგის მსგავსი იქნება, ნეტფლიქსისა და სპოტიფაის მსგავსად.