WhatsApp-ის შესახებ ცრუ და თაღლითური შეტყობინებები ვრცელდება

WhatsApp-ის შესახებ უცნაური შეტყობინებები ვრცელდება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. თაღლითურ შეტყობინებებში წერია, რომ WhatsApp-ში ვირუსული ვიდეო ვრცელდება, რომელიც გახსნის შემთხვევაში დააზიანებს მობილურს.

შეტყობინება ქართულ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა:

“მიაწვდინეთ ყველას, ვინც იყენებს “whatsapp”-ს. კომპიუტერული მეცნიერების კოლეგამ მითხრა, რომ ხვალ “whatsapp”-ში გამოდის ვიდეო სახელწოდებით “მარტინელლი” – “martinelli”. არ გახსნათ ვიდეო, ის შეამოაღწევს თქვენს ტელეფონში, კიბერ შეტევის სახით და ტელეფონს ვეღარ შეაკეთებთ. გაავრცელეთ!
თუ მიიღებთ შეტყობინებას რომ განაახლოთ თქვენი “whatsapp” აპლიკაცია “whatsapp gold”-ით, არ დააჭიროთ!!!!
გთხოვთ მიაწვდინეთ ინფორმაცია თქვენს კონტაქტების სიაში მყოფ პირებს, აგრეთვე არ გახსნან ვიდეო “Dance of the Pope”. ეს არის ვირუსი, რომელიც მოახდენს თქვენი ტელეფონის დაფორმატებას, ის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. დღეს გამოცხადდა ეს ინფორმაცია BBC რადიოში. გადაეცით ეს შეტყობინება რაც შეიძლება ბევრს!”


როგორც Independent-ი წერს, მსგავსი სახის შეტყობინებები რამდენიმე წელია ინტერნეტსივრცეში ცირკულირებს. ბოლო პერიოდის თაღლითური შეტყობინებები კი სიცრუეა, რადგან სინამდვილეში მსგავსი ვიდეო საერთოდ არ არსებობს.