გიტარის სამთვიანი უფასო გაკვეთილები Fender-ისგან

მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე სიმებიანი საკრავების მწარმოებელი კომპანია Fender, კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი სიტუაციის გამო, დროის გასაყვანად, მსურველებს გიტარის სამთვიან უფასო გაკვეთილებს სთავაზობს.

პირველი 100,000 ახალი გამომწერი Fender Play-ის პლატფორმაზე საჩუქრად მიიღებს გაკვეთილებს, რომელთა ღირებულებაც თვეში 9.99 ფუნტს, წელიწადში კი 89.99 ფუნტს უტოლდება. მომხმარებლისთვის შეთავაზებული სერვისი მოიცავს სასწავლო ვიდეოებს მათთვის, ვისაც სურს გიტარაზე, ბასზე ან უკულელეზე დაკვრას დაეუფლოს.