იაპონელი მზარეული, რომელიც ყოველ მირთმეულ კერძს ჩანახატს უძღვნის

კულინარიის სამყარო ჩვენი კულტურის ნაწილია, სადაც თითოეული მომზადებული კერძი შეგვიძლია მივიჩნიოთ ხელოვნების ნაწილად. ყოველ ჩვენგანს, ერთხელ მაინც გაუსინჯავს ისეთი კერძი, რომლის გემო და ვიზუალი დიდი დროის მანძილზე არ დავიწყებია, მაგრამ არსებობს გამორჩეული იაპონელი მხატვარი და მზარეული, რომელიც თითოეული კერძის პატარა დეტალს იმახსოვრებს და უკვე 32 წელია, რაც ყოველ მირთმეულ კერძს ზედმიწევნით გამოსახავს თავის ბლოკნოტებში.

© Kushino Terrace

იაპონელი მზარეული იცუო კობაიაში დაიბადა 1962 წელს და კერძების პირველი ჩანახატების კეთება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მოზარდი იყო. იცუოს ტექნიკა გამოირჩევა თითოეული კერძის დეტალურად აღწერით: ის თავდაპირველად კერძის თითოეულ ინგრედიენტს ინიშნავს, შემდეგ ინგრედიენტებს კრავს ერთიან რეცეპტად და საბოლოოდ გადადის ილუსტრაციის შექმნაზე.

საჭმლის სიყვარული მის პროფესიაზეც აისახა – იცუო 46 წლამდე მუშაობდა შეფ-მზარეულად. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კულინარიის მოყვარულ მხატვარს რესტორანში მუშაობაზე უარის თქმა მოუწია. იცუო ახლა გემრიელ კერძებს სახლში მიირთმევს, სადაც დღემდე აგრძელებს ბლოკნოტებში ჩანახატების გაკეთებას.

58 წლის მხატვარს, 2019 წელს სამხატვრო გალერეამ „Kushino Terrace“ გამოფენა მოუწყო. დღეს მისი ნახატები 500$-დან 3000$-მდე ფასობს.

© Kushino Terrace
© Kushino Terrace
© Kushino Terrace
© Kushino Terrace