ამერიკელი მსახიობი და მოდელი – კაია გერბერი არაერთხელ გამხდარა პაპარაცების სამიზნე. ხშირ შემთხვევაში, კარას ხელთ სხვადასხვა ჟანრის წიგნი უპყრია, ამიტომაც მას ხშირად „წიგნის ჭიადაც“ მოიხსენიებენ. იგი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.
მოდელი ინსტაგრამ გვერდის story-ში გვთავაზობს იმ წიგნების ჩამონათვალს, რომლებიც მას დროის გაყვანაში დაეხმარნენ. გერბერი იმედოვნებს, რომ აღნიშნული სია იზოლაციაში მყოფ სხვა ადამიანებსაც დაეხმარება.
- მარიო ვარგას ლიოსა – „ცუდი გოგოს ოინები“
- ჰარუკი მურაკამი – „ნორვეგიული ტყე“
- ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – „სამოთხის ამ მხარეს“
- სალი რუნი – „ნორმალური ადამიანები“
- ოუშენ ვუონგი – „დედამიწაზე ჩვენ უბრალოდ ვბრწყინავთ“
- ჯეკ კერუაკი – „გზაზე“
- ჰანია იანაგიჰარა – „მოკლე სიცოცხლე“
- ხალილ ჯიბრანი – „წინასწარმეტყველი“
- არტურ რემბო – „ერთი სეზონი ჯოჯოხეთში“
- ალბერ კამიუ – „უცხო“
- პატრიკ ზიუსკინდი – „სუნამო“
- როლან ბარტი – „ფრაგმენტები შეყვარებულის საუბრიდან“
- პლატონი – „ნადიმი“
- ჰანტერ ს. ტომპსონი – „ჰანტერ ს ტომპსონი: უკანასკნელი ინტერვიუ და სხვა საუბრები“
- ჯეი მაკინერნი – „ბრწყინვალება დიდ ქალაქს აღანთებს“
- ფრანსუაზ საგანი – „სალამი, სევდავ!“
- ტრუმან კაპოტე – „ცივ სისხლში“
- კაზუო იშიგურო – „არასოდეს გამიშვა“.