რატომ ვუსმენთ ნაკლებ მუსიკას თვითიზოლაციაში

ერთი შეხედვით, შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ როდესაც ამდენი ადამიანი დროს სახლში ატარებს, მუსიკალური სტრიმინგ-სერვისების რეიტინგები ეცემა. 

მიზეზია მარტივია – მას შემდეგ, რაც მთავრობებმა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე სახლიდან გასვლა აკრძალეს, მომხმარებლებმა, რომლებიც მუსიკას ჩვეულებრივ გზაში ან სამსახურში უსმენდენ, თავიანთი ყურადღება ახლა მედიაზე გადართეს. ამასთანავე, ერთ სახლში მყოფი რამდენიმე ადამიანი ხშირად ერთსა და იმავე მუსიკას უსმენენ.

ამგვარად, ადამიანები ახლა მუსიკის ნაცვლად, ძირითადად ახალ ამბებსა და სატელევიზიო გადაცემებს უსმენენ. Nielsen-ის კვლევის მონაცემების თანახმად, ტელევიზიების საერთო რეიტინგი ერთ კვირაში 60%-ით გაიზარდა. ამასობაში კი მუსიკის სტრიმინგ პლატფორმებმა: Spotify, Apple Music და Amazon Music 7.3%-იანი კლება, ანუ 16.6 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადეს.