იაპონელი იაიოი კუსამას მსოფლიოში ცნობილი ნამუშევარი – უსასრულო სარკეებიანი ოთახი, ამიერიდან მომხმარებლისთვის ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. მნახველს საშუალება ექნება იხილოს ვიდეო, რომელშიც ნათლადაა წარმოჩენილი ნამუშევრის ყველა ღირსება.
ოთახი, რომელშიც მრავალი სხვადასხვა სახის სინათლეა და ამავდროულად, გარშემორტყმულია უამრავი სარკით, გალაქტიკის ეფექტს ქმნის და მნახველს უსასრულო სივრცეში ყოფნის შთაბეჭდილებას უტოვებს.
„გამოიყენეთ შესაძლებლობა, გაეცნოთ კუსამას უსასრულობის გამომხატველი ნამუშევრის გასაოცარ ასპექტებს“ – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში, რომელიც კუსამას ნამუშევრის ამსახველ ვიდეო-კადრებს ინსტაგრამზე ავრცელებს.