მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკები მასიმო ლისტრის ობიექტივში

იტალიელი ფოტოგრაფის, მასიმო ლისტრის ობიექტივში უკვე 30 წელია ყველაზე გამორჩეული ინტერიერები ხვდება. როდესაც მის შემოქმედებას ვუყურებთ, გვეუფლება კომფორტის შეგრძნება, თითქოს დრო გაჩერდა და ყველაფერი სიმშვიდემ მოიცვა. მასიმო ლისტრი დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოგრაფია, მან ფოტოგრაფიაზე 50 წიგნი გამოსცა, მათგან გამორჩეულია ფოტო ალბომი Grand Interiors. მისი ნამუშევრების ნაწილი Pallazo Reale-სა და Morgan Library-ს კოლექციას ეკუთვნის.

ფოტოგრაფობით მასიმო ლისტრი 16 წლის ასაკში დაინტერესდა. ინტერესის მიზეზი ჟურნალისტი მამის მრავალფეროვანი სტატიებისა და წიგნების არქივი იყო. მას შემდეგ, რაც ლისტრიმ ცხოვრება ფოტოგრაფიას დაუკავშირა, მან საკუთარი თავი სხვადასხვა ჟანრებში მოსინჯა. შთაგონებას ფოტოგრაფი ფერწერისგან იღებდა, მაგალითად, ისეთი მხატვრებისგან, როგორებიც არიან პიერო დელა ფრანჩესკა და იან ვერმეერი.

წიგნში „მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკები“ მასიმო ლისტრიმ შეაგროვა მოგზაურობისას აღმოჩენილი ყველაზე ძველი და ლამაზი ბიბლიოთეკების ფოტოები. ფოტოების კოლექციაში გვხვდება სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ბიბლიოთეკები, დაწყებული შუა საუკუნეებიდან, დამთავრებული მეცხრამეტე საუკუნით.

© MASSIMO LISTRI / TASCHEN
© MASSIMO LISTRI / TASCHEN
© MASSIMO LISTRI / TASCHEN
© MASSIMO LISTRI / TASCHEN
© MASSIMO LISTRI / TASCHEN