ნიდერლანდებში მუზეუმიდან ვან გოგის ნახატი მოიპარეს

ნიდერლანდებში, Singer Laren-ის მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგოის ნახატი მოიპარეს.

მუზეუმის ინფორმაციით, ქურდები მუზეუმში 29 მარტს, დილის 03:15 საათზე შეიპარნენ და 1884 წლის ნამუშევარი „ბაღი გაზაფხულზე“ მოიპარეს.

აღსანიშნავია, რომ მოპარული ნამუშევარი მუზეუმს არ ეკუთვნოდა და იგი დროებით იყო გამოფენილი, გრონინგერის მუზეუმის კატალოგიდან. ეს გრონინგერის მუზეუმში დაცული ვან გოგის ერთადერთი ნამუშევარი იყო.

„შოკირებული ვართ ამ ინფორმაციით. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვიტყვით, მიმდინარეობს გამოძიება“ – განაცხადა მუზეუმის ადმინისტრაციამ.