Apple-ის ვიდეო და აუდიო რედაქტირების პროგრამები უფასო გახდა

კომპანია Apple-მა შეზღუდული დროით ვიდეოების დასამუშავებელი პროგრამის- Final Cut Pro X უფასო საცდელი ვადა 30-დან 90 დღემდე გაახანგრძლივა. ამ პროგრამის სრული ვერსია 299 დოლარი ღირს.

ამასთანავე, 90 დღით უფასო ხდება 199 დოლარის ღირებულების მქონე პროფესიონალური აუდიო რედაქტირების პროგრამა- Logic Pro X-ც, რომლის უფასო ცდა მომხმარებლებს აქამდე არცერთი დღით არ შეეძლოთ.

ამ ნაბიჯით კომპანიას სურს დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული მდგომარეობის გამო იძულებულები არიან სახლიდან ისწავლონ და იმუშაონ. შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ მათაც, ვისაც იზოლაციაში ყოფნის დროს რაიმე ახალის სწავლა და თავიანთი კრეატიულობის მუსიკისა თუ ვიდეოების შექმნაში გამოვლენა სურთ.