თვითიზოლაციაში გადმოსაწერი 5 საუკეთესო აპლიკაცია

დაუგეგმავად თვითიზოლაციაში მოხვედრის შემდეგ ბევრ ჩვენგანს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა. თორმეტი წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ამ დროის პროდუქტიულად და საინტერესოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

Netflix Party (Google Chrome Extension)

ეს აპლიკაცია საყვარელი ფილმებისა და სერიალების მეგობრებთან ერთად სინქრონულად ყურების საშუალებას მოგცემთ. აპლიკაციას აქვს ჩათის სივრცეც, სადაც ყურების პარალელურად შეგიძლიათ მეგობრებს შთაბეჭდილებები გაუზიაროთ. აპლიკაცია უფასოა, მაგრამ გჭირდებათ Netflix-ის ანგარიში, რომელიც რეგისტრაციიდან 30 დღის განმავლობაში უფასოა.

Saba reader (Android და iOS)

Saba Reader-ზე 6000-ზე მეტი ელ.წიგნია განთავსებული. ამასთან, თვითიზოლაციის რეჟიმთან დაკავშირებით, „საბას“ მთელი ბიბლიოთეკა ერთი თვით სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი.

Lingwing (Android და iOS)

მათთვის, ვისაც იზოლაციაში დროის პროდუქტიულად გატარება სურს, ახალი ენის ონლაინ სწავლა არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. Lingwing-ის აპლიკაცია ქართულადაა ხელმისაწვდომი და გვთავაზობს ენის როგორც უფასო, ასევე ფასიან კურსებს. ქვეყანაში არსებულ ვითარების გათვალისწინებით გარკვეულ ფასიან პაკეტებზე ფასდაკლებებია ხელმისაწვდომი.

Nike+ Training Club (Android და iOS)

ინტელექტუალურთან ერთად ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია. აპლიკაცია უფასოდ გვთავაზობს Nike-ის მწვრთნელების მიერ ამერიკის სპორტისა და მედიცინის კოლეჯის რეკომენდაციების შესაბამისად შედგენილ 100-ზე მეტ ვარჯიშს.

Feedly (Android და iOS)

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის ეფექტური და სწრაფი მიღება. ეს აპლიკაცია მოგცემთ საშუალებას თქვენთვის სანდო ინფორმაციის წყაროებს ერთ, ძალიან მოსახერხებელ სივრცეში მოუყაროთ თავი.