პიტ ეკერტის ფოტოგრაფიული ხედვა მხედველობის გარეშე

პიტ ეკერტი (Pete Eckert) 20 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ მალე უსინათლო იქნებოდა. პიგმენტური რეტინიტი იყო დიაგნოზი, რომელიც ჯერ კიდევ დურგლობითა და არქიტექტურით გატაცებულ ეკერტს დაუდგინეს. მას მოუწია უარი ეთქვა ყველა სამომავლო გეგმაზე – მიატოვა სწავლა „იელის“ უნივერსიტეტში და მომავალ ცოლთან, ენისთან ერთად, სხვა შტატში, დედასთან საცხოვრებლად გადავიდა. სანამ დაავადებამ მისი მხედველობა სრულიად მოიცვა, მან მოასწრო ტაეკვანდოს შესწავლა და ცოტახანი საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელი იყო. ამ გამოცდილებამ ეკერტს უკეთესად შეასწავლა მხედველობის გარეშე დაკვირვებოდა ადამიანის მოძრაობებს.

დიაგნოზმა პიტ ეკერტს წაართვა მხედველობა, მაგრამ ვერ შეძლო ყველაფერში სილამაზის დანახვის უნარის წართმევა. ერთ დღეს მან სახლში 50-იანი წლების ფირიანი ფოტოკამერა აღმოაჩინა და მიხვდა, რომ მისი მომავალი პროფესია ფოტოგრაფობა უნდა ყოფილიყო. სანამ მხედველობას სრულიად დაკარგავდა ის ყველა გზას პოულობდა უფრო მეტი შეესწავლა ფოტოების გადაღებაზე. უსინათლობის გრაფიკულად გადმოსაცემად, ეკერტი ექსპერიმენტებს ატარებდა შუქისა და ჩრდილების მეშვეობით, ასე ჩამოყალიბდა მისი ესთეტიკა. ოცი წლის შემდეგ, თვითნასწავლი ფოტოგრაფი გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფოტოგრაფად, მისი კლიენტები არიან Volkswagen, Playboy და მრავალი სხვა.

Photo Credits to Pete Eckert
Photo Credits to Pete Eckert
Photo Credits to Pete Eckert
Photo Credits to Pete Eckert