სალვადორ დალის კულინარიული წიგნი სიურრეალიზმის მოყვარულთათვის

ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ ესპანელი მხატვარი, გრაფიკოსი და სკულპტორი სალვადორ დალი კულინარიის დიდი მოყვარული გახლდათ. 1973 წელს, საუკეთესო ფრანგი მზარეულების დახმარებით, მან პირველად გამოსცა კულინარიული წიგნი სახელად „Les Diners De Gala.“

Photo Credits to Taschen

წიგნი შედგება 12 თავისგან, რომელშიც თავმოყრილია 136 რეცეპტი. ყოველი ილუსტრაცია ცნობილმა სიურრეალისტმა თავად შექმნა და რეცეპტებს საკუთარი კომენტარებიც დაურთო. ტექსტში ხშირად გვხვდება პარადოქსული გამონათქვამები და წარმოდგენილი კერძების სრულიად ორიგინალური აღწერა. რეცეპტების სიურრეალისტური კრებული დალიმ მის მუზას, საუკეთესო მეგობარსა და ცოლს, გალას მიუძღვნა. გალა სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა დალის ყველანაირი იდეა რეალობად ექცია. როგორც დალი ამბობდა, მას ყოველთვის მოსწონდა კულინარია და ბავშვობაში ოცნებობდა კიდეც ერთ დღეს მზარეული გამხდარიყო, ამიტომ წიგნი „Les Diners De Gala“ სალვადორ დალის ბავშვობის ოცნებაა, რომელიც მან რეალობად აქცია.

2016 წელს გერმანულმა გამომცემლობამ „Taschen“ გადაწყვიტა სალვადორ დალის კულინარიული წიგნი ხელახლა გამოეცა.

Photo Credits to Taschen
Photo Credits to Taschen
Photo Credits to Taschen