აპრილში Nikon უფასო ონლაინ კურსებს ჩაატარებს

იაპონური კომპანია Nikon, რომელიც სპეციალიზებულია ოპტიკასა და ფოტოგრაფიაზე, აპრილში ფოტოგრაფიაში დაინტერესებული პირებისთვის უფასო ონლაინ კურსებს ჩაატარებს.

მსგავსი ფოტოგრაფიის კლასები ძირითადად ფასიანია და 15 წუთიდან 1 საათამდე გრძელდება, მაგრამ Nikon-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, კომპანიის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს შემოქმედებს, დაეხმაროს მათ განვითარებასა და კრეატიულ ზრდაში.