The Getty Museum-ის გამოწვევა თვითიზოლაციაში მყოფი ხალხისთვის

პოლ გეტის მუზეუმი, ასევე ცნობილი, როგორც „გეტის ხელოვნების მუზეუმი“ პანდემიის გამო თვითიზოლაციაში მყოფ ხალხს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ გამოწვევაში, რომლის მიხედვითაც ხელახლა შექმნიან საყვარელ ნამუშევრებს, კრეატიული აზროვნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუზეუმის Twitter-ზე დაიდო გამოწვევა შემდეგი წესებით: 1. ამოირჩიეთ საყვარელი ნამუშევარი 2. იპოვეთ ნივთები სახლში 3. შექმენით ნამუშევრის თქვენებური ვერსია.

ხალხი სახალისო გამოწვევაში მალევე ჩაერთო, შედეგად გამოწვევის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება.

Photo Credits to Getty / Twitter
Photo Credits to Getty / Twitter
Photo Credits to Getty / Twitter
Photo Credits to Getty / Twitter
Photo Credits to Getty / Twitter
Photo Credits to Getty / Twitter