მაკ-ქუინის მოდის სახლის კრეატიული გამოწვევები

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის ადამიანებს იზოლაციაში უწევთ ყოფნა. აღნიშნულ მოვლენას არაერთი ცნობილი ადამიანი და ბრენდიგამოეხმაურა. მათ შორისაა ცნობილი ბრიტანული მოდის სახლიც.

Photo Credits to AlexanderMcqueen.com

მაკ-ქუინის მოდის სახლმა იმისთვის, რომ კარანტინის პერიოდი უფრო ხალისიანად და შემოქმედებითად გავატაროთ, ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელსაც „McQueen Creators“ უწოდა.

„მოიმარჯვეთ ჩანახატების წიგნაკი და თქვენთვისავე სასურველი სახატავი მასალები, გადაუღეთ სურათი თქვენთვის სასურველ დიზაინს და შექმენით ესკიზი.“ – ვკითხულობთ მოდის სახლის განცხადებაში. ამის შემდგომ, მონაწილეებმა საკუთარი ნაშრომი სოციალურ ქსელში უნდა ატვირთონ და გამოიყენონ ჰეშთეგი #McQueenCreators. შექმნილ ესკიზთაგან საუკეთესო ნამუშევრები The House- ის სოციალური მედიის პლატფორმებზე განთავსდება.