ამერიკელი მუსიკოსი და მომღერალი, „Lean on Me“ და „Ain’t No Sunshine“ სიმღერების ავტორი, ბილ უიზერსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მომღერალს გულის პრობლემები აწუხებდა. იგი ორშაბათს ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა.

უიზერსის მუსიკალური კარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა, მომღერალი ალბომებს 1970-1984 წლებში წერდა. თუმცა, ამ დროის განმავლობაში შექმნილმა სიმღერებმა მას ნამდვილად დიდი წარმატება მოუტანეს. მათ შორისაა სიმღერა „Just the Two of Us”, „Ain’t No Sunshine“ და „Lean on Me“.
ბილ უიზერსის კომპოზიციები ჟურნალ Rolling Stone-ის მიერ აღიარებულ ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერას შორისაა. ამასთან, უიზერსი Grammy-ის სამი ჯილდოს მფლობელია.