42 წლის ამერიკელ რეპერს – კანიე უესტს მთელი მსოფლიო მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნამუშევრებითა და მუსიკალური პროდიუსერობით იცნობს. თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი თინეიჯერობის დროინდელ გატაცებაზე. უესტი ხელოვნებით ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან დაინტერესდა. ის ჩიკაგოს ამერიკული ხელოვნების აკადემიის სტიპენდიატიც კი იყო.

Appraiser’s Association of America-ის ერთ-ერთმა წევრმა და ხელოვნების ექსპერტმა ლორა ვულიმ მომღერლის მიერ 1995 წელს, 17 წლის ასაკში შექმნილი ნამუშევრებიდან ხუთი ნახატი გამოარჩია. ვულის თქმით, „კანიეს ნამუშევრებში ნათლად ჩანს ხელოვანის უჩვეულო ნიჭიერება.“
გთავაზობთ კანიე უესტის მიერ შესრულებულ ნამუშევრებსა და მათ ღირებულებას.
შეფასებულია: $2000-3000

შეფასებულია: $3000-5000

შეფასებულია: $5000-7000

შეფასებულია: $6000-8000
