ორანგუტანმა სანდრამ ხელების დაბანა ისწავლა (ვიდეო)

ფლორიდის შტატის ქალაქ ვოქოლაში, დიდი მაიმუნების ცენტრში, ორანგუტანმა სახელად სანდრამ მომვლელებზე დაკვირვების შემდეგ ხელების დაბანა დაიწყო.

როგორც ირკვევა, ორანგუტანი ხედავდა, თუ როგორ იბანდნე მისი მომვლელები ყოველდღე ხელებს. სანდრამ კი მათი მიბაძვა გადაწყვიტა და ის ახლა სრულიად დამოუკიდებლად დიდი მონდომებით ისუფთავებს ხელებს.