7 აპრილს ცაზე სუპერმთვარეს ვიხილავთ

7 აპრილის საღამოსა და 8 აპრილის დილის საათებში წლის ყველაზე დიდი და  ნათელი მთვარის ხილვა იქნება შესაძლებელი. თუ გსურთ, რომ სუპერმთვარე  საუკეთესო რაკურსით დაინახოთ, სამშაბათის საღამოს მზის ჩასვლისას  მის ჰორიზონტზე გამოჩენას დაელოდეთ, რადგან იგი ყოველთვის მზის ჩასვლისთანავე იზრდება.

იმ შემთხვევაში თუ ამინდი ხელს არ შეგიწყობთ და მთვარის ხილვას ვერ მოახერხებთ, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ, რადგან შემდეგი სავსე მთვარე 7 მაისს იქნება.