2020 წლის ოქტომბერში კანის ლომების ფესტივალი აღარ გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება Covid-19-ის პანდემიას უკავშირდება.
„კორონავირუსის ზეგავლენა მსოფლიოზე კვლავაც იგრძნობა. ცხადია, რომ ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობის დაცვა და ვირუსის დამარცხებაა“ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უახლესი ინფორმაციით, ფესტივალი 2021 წლის 21 ივნისს ჩატარდება.