Drake ახალი კლიპით კორონავირუსის თემას ეხმიანება

კანადელმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა Drake ახალი სიმღერა Toosie Slide გამოუშვა, რომელიც კარანტინის თემატიკას ეხმიანება.

კლიპში ჩანს ცარიელი ქუჩები და პირბადიანი არტისტი, ხელთათმანებით. 

კანადელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი. პირველად 2000-იანებში, ტელესერიალში „დეგრასი: შემდეგი თაობა“ მონაწილეობით გაითქვა სახელი. სურდა რა რეპერის კარიერით დაკავებულიყო, სერიალი 2007 წელს დატოვა და გამოსცა პირველი მიქსტეიპი – Room for Improvement. მოგვიანებით გამოუშვა ორი პროექტი, Comeback Season და So Far Gone, მოგვიანებით კი, 2009 წლის ივნისში, კონტრაქტი ლილ უეინის Young Money Entertainment-თან გააფორმა.