ბრიტანელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა თავისი გახმაურებული წიგნების სერიის თემატიკით ახალი ონლაინ პლატფორმა დააანონსა. Harry Potter at Home საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომ თვითიზოლაციაში საინტერესო გასართობი და დროის გასაყვანი იპოვონ.
“მშობლები, მასწავლებლები და მომვლელები კარანტინისას მუდმივად ბავშვების გახალისებასა და გართობას ცდილობენ. ამისათვის კი, შესაძლოა, მცირედი ჯადოქრობა იყოს საჭირო და მეც სიხარულით ვაანონსებ ამ ახალ პლატფორმას — http://harrypotterathome.com“, — დაწერა მწერალმა ტვიტერზე.