SoundCloud მუსიკოსებს 15 მილიონი დოლარით დაეხმარება

უდიდესი აუდიო პლატფორმა SoundCloud კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის პირობებში პლატფორმის მუსიკოსებს 15 მილიონი დოლარით დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გასული თვის განმავლობაში SoundCloud-ის მომხმარებელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა, რაც ადამიანების თვითიზოლაციასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

კომპანია ასევე აანონსებს არტისტების მხარდასაჭერ ინიციატივათა სერიას:

  • 10 მილიონიანი ინვესტიცია მუსიკოსებისთვის კარიერულ წინსვლაში მხარდასაჭერად. ამ პროგრამაში მოსახვედრად საჭიროა მუსიკოსმა Repost Select-ზე აპლიკაციის გააგზავნოს.
  • 50%-იანი ფასდაკლება SoundCloud Pro Unlimited-ზე.
  • 5 მილიონიანი მხარდაჭერა რეკლამის სახით. ყველას შეუძლია ატვირთოს მუსიკა ჰეშთეგით #GetMorePlays და კომპანია ყოველ კვირა აირჩევს 5 გამარჯვებულს რომელსაც უფასო რეკლამას გაუწევს.
  • ახალი ღილაკი, რომლის საშუალებითაც ფანები მარტივად შეძლებენ მუსიკოსებს პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწიონ.
  • Repost by SoundCloud – ახალი სერვისი, რომლის დახმარებითაც დამოუკიდებელი არტისტები შეძლებენ უფრო მარტივად მიიღონ ანაზღაურება და გაავრცელონ თავიანთი მუსიკა აუდიო სტრიმინგის სხვა პლატფორმებზეც.