ანდრეი ტარკოვსკის 7 ფილმი, რომელიც უნდა ნახო

1932 წლის 4 აპრილს ცნობილი რუსი რეჟისორი ანდრეი ტარკოვსკი დაიბადა. იგი რუსეთის კინემატოგრაფიის ისტორიაში (და არამხოლოდ) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორია.

„ჩემთვის ის ღმერთია“ – ამბობს დანიელი კინორეჟისორი ლარს ფონ ტრიერი ანდრეი ტარკოვსკის შესახებ. „Time Out London“-თან ფონ ტრიერი აღნიშნავს, რომ მას ტარკოვსკის მიერ 1975 წელს გადაღებული ფილმი – „The Mirror” 20-ჯერ აქვს ნანახი.

გთავაზობთ ტარკოვსკის მიერ შექმნილ ფილმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

Ivan’s Childhood, 1962

1962 წელს გადაღებული ფილმი – „ივანეს ბავშვობა“ ტარკოვსკის პირველი და გამორჩეული ფილმია. ჰიტლერის დამპყრობელი ჯარების მერ დაობლებული 20 წლის ივანი საბჭოთა კავშირის არმიაში იწყებს სამსახურს. იგი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს წინა ფრონტზე ყოფნით. ტარკოვსკის აღნიშნული ფილმი ოქროს ლომით დაჯილდოვდა ვენეციის კინოფესტივალზე.

Andrei Rublev, 1966

ტარკოვსკის შემდგომი ფილმი – „ანდრეი რუბლევი“ ნათლად ასახავს ტარკოვსკის ტექნიკის დახვეწას. ეპიზოდური კადრები გვიჩვენებს 8 მნიშვნელოვან მომენტს მე-15 საუკუნის რუსი მხატვრის – ანდრეი რუბლევის ცხოვრებიდან. რეჟისორის 1966 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება საბჭოთა კავშირში წლების განმავლობაში აკრძალული იყო.

Solaris, 1972

ტარკოვსკის კიდევ უფრო მეტი წარმატება მოუტანა 1972 წელს პოლონელი მწერლის – სტანისლავ ლემის ნაწარმოებზე – „სოლარისზე“ დაფუძნებით გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა. ამბავი მოგვითხრობს მეცნიერზე, რომელიც პლანეტა სოლარისთან დაკავშირებულ საიდუმლოებით მოცულ მოვლენებს იკვლევს.

The Mirror, 1975

„სარკე“ ტარკოვსკის ერთ-ერთ ყველაზე მეტად გამორჩეულ ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს. მოცემულ ფილმში პოეზია და კინო იმდენად ერწყმის ერთმანეთს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ფილმი ფრაგმენტულ ეპიზოდებადაა დაყოფილი, რომელშიც მომაკვდავი პოეტის – ალექსეის მოგონებებია ნაჩვენები. რეჟისორი მოცემულ ფილმში გვიჩვენებს ადამიანის პიროვნების განუყოფელ ერთიანობას.

Stalker, 1979

„სტალკერი“ – ეს არის ტარკოვსკის სამეცნიერო ფანტასტიკაზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც, ამავდროულად უკანასკნელი იყო რუსეთში შექმნილ ფილმთაგან. ამის შემდგომ იგი იტალიაში წავიდა ემიგრაციაში. ფილმი ეყრდნობა ძმები სტრუგაცკების ნოველას – „Roadside picnic”-ს. გამოგონილ სამყაროში პროტაგონისტი – სტალკერი ფულს „მკვდარ ზონაში“ არალეგალური ტურების მოწყობით გამოიმუშავებს. ეს არის ადგილი, სადაც შესვლა აკრძალულია, მაგრამ, სავარაუდოდ სწორედ აქ იმალება ის ოთახი, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ მათი სიღმისეული სურვილები აისრულონ.

Nostalghia, 1983

ტარკოვსკიმ 1983 წელს შექმნილი ფილმი ემიგრაციაში ყოფნისას გადაიღო. ნამუშევარი აღწერს რუსი მწერლის მოგზაურობას მის თანმხლებ თარჯიმანთან ერთად ტოსკანაში. მწერალი მე-18 საუკუნის თვითმკვლელ რუს კომპოზიტორზე აგროვებს ინფორმაციას. ამ დროის განმავლობაში იგი შეხვდება „შეშლილ“ დომენიკოს, რომელსაც მწერალი უმეგობრდება.

The Sacrifice, 1986

როდესაც ტარკოვსკიმ თავის უკანასკნელ ფილმზე დაიწყო მუშაობა, იგი კიბოთი მძიმედ იყო დაავადებული. ფილმი „მსხვერპლშეწირვა“ ალეგორიაა საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებისა. იგი მოგვითხრობს შევედეთის პატარა ქალაქში მცხოვრები მეცნიერისა და მისი ოჯახის შესახებ. „მსხვერპლშეწირვაში“ წინა პლანზეა წამოწეული ადამიანური ურთიერთობები და ადამიანების ღმერთთან დამოკიდებულება.