ტოდ ჰიდოს ნამუშევრები, როგორც იზოლაციის გამოძახილი

ტოდ ჰიდო 51 წლის ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფია. მან თავისი ნამუშევრების დიდი ნაწილი 90-იან წლებში შექმნა. მიუხედავად ამისა, ხელოვანის ფოტოსურათებმა კორონავირუსის ეპოქაში ახალი მნიშვნელობა შეიძინეს. ისინი იზოლაციით გამოწვეულ მდგომარეობას ასახავენ.

„Homes At Night“ – ასე ჰქვია იმ ფოტოსურათების სერიას, რომელშიც მოცემული ნამუშევრებია წარმოდგენილი. თუკი აქამდე ჰიდოს ნამუშევრები აღიქმებოდა, როგორც მარტოსულობის, იზოლირებულობის გამოხატულებად და ერთგვარი მსუბუქი ელფერიც დაჰკრავდა, იგი თანამედროვე კონტექსტით შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ადამიანების იზოლაციაში, სახლში ყოფნისა და პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამოძახილი.

გთავაზობთ ფოტოგრაფის სხვა ნამუშევრებს “Homes At Night” სერიიდან.