კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო ფილმების გამოშვება მთელ მსოფლიოშია შეფერხებულია. გამონაკლისი არც Disney-ის კომპანია გახდა, რომელსაც Marvel-ის ფილმების მთელი სერიის თარიღების გადაწევა მოუწია.
Marvel-ის კინოსამყარო ერთმანეთთან ქრონოლოგიურად თუ შინაარსობრივად დაკავშირებული ფილმებისგან შედგება, რის გამოც ერთი ფილმის გადადება გავლენას ახდენს მომავალ პროექტებზეც.
„Black Widow“ კინოთეატრებში უკვე 1 მაისიდან უნდა გამოჩენილიყო, „The Eternals” კი 6 ნოემბრიდან. თუმცა „Black Widow“ -ის გამოშვება 6 ნოემბრამდე გადაიდო, რითაც ფილმი კინოთეატრებში „The Eternals”-ის ადგილს დაიკავებს.
Marvel-ის განახლებული კალენდარი ასე გამოყურება:
- Black Widow – 6 ნოემბერი, 2020
- Eternals – 12 თებერვალი,2021
- Shang Chi and the Legend of the Ten Rings – 7 მაისი,2022
- Doctor Strange in the Multiverse of Madness – 5 ნოემბერი,2021
- Thor: Love and Thunder – 18 თებერვალი, 2022
ამ ცვლილებების ფონზე, Disney-მ ორი ახალი ფილმის გამოშვების თარიღიც გამოცხადა: “Black Panther 2”- 6 მაისი,2022 და “Captain Marvel 2”- 8 ივლისი, 2022.
ჯერ უცნობია როდის გამოვა ფილმები: “Guardians of the Galaxy 3”, “Fantastic 4”, “Blade”, “Spider-Man 3”, “She-Hulk”, “Moon Knight”, “Ms. Marvel” და “Hawkeye.”