ვიქტორ სკრებნესკი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფოტოგრაფი ვიქტორ სკრებნესკი 90 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

70 წლიანი კარიერის განმავლობაში ვიქტორ სკრებნესკის ობიექტივში მოხვდნენ ოდრი ჰეპბერნი, დეივიდ ბოუი, ოპრა უინფრი, შერონ სტოუნი, ბეტი დეივისი, დენის ჰოპერი და სხვა ცნობილი ადამიანები. იგი თანამშრომლობდა Chanel-ის, Ralph Lauren-ისა და Saks-ის სარეკლამო კომპანიებთან.

Victor Skrebneski / Courtesy Skrebneski Estate

ვიქტორ სკრებნესკი 1929 წელს ქალაქ ჩიკაგოში დაიბადა. მომავალი ფოტოგრაფი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის სკოლაში და ილინოისის ტექნიკურ ინსტიტუტში ფერწერას სწავლობდა. მოგვიანებით კი ფოტოგრაფიით დაინტერესდა და 1952 წელს ჩიკაგოში საკუთარი სტუდია გახსნა. მსოფლიო აღიარება მას კომპანია Estée Lauder-მა მოუტანა.
ვიქტორ სკრებნესკის ნამუშევრები ძირითადად შავ-თეთრია და ფოტო-კადრების მისეული ხელწერითა და განსხვავებული სტილით გამოირჩევა.

David Bowie, 1991
Dennis Hopper, 1990
Bette Davis, 1975 | Sharon Stone, 1994 | Jane Twaits, 1949