ამერიკელმა მომღერალმა, მსახიობმა და ბიზნესმენმა მადონამ მილიონი დოლარი გადარიცხა ფონდში, რომელიც მეცნიერებს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში ეხმარება.
მომღერალმა თანხმა Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის და მისი ცოლის, მელინდა გეიტსის ფონდში ჩარიცხა და თქვა, რომ უერთდება გეიტსების ფონდის ძალისხმევას და იმედს იტოვებს, რომ სულ მალე შეიქმნება ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.