გიორგი ცაგარელი 1947 წელს სამხედრო პილოტის ოჯახში დაიბადა. ფოტოგრაფია თავიდან მისთვის ჰობი იყო – ოჯახის წევრების უღებდა ფოტოებს. თუმცა, შემდეგ საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ ინჟინერის კარიერაზე 32 წლის ასაკში უარი თქვა და ფოტოგრაფობა დაიწყო. მალევე აირჩია პრესს-ფოტოგრაფია, როგორც მომავალი პროფესია.

ახალი პროფესია აღარ შეუცვლია და მას შემდეგ ფოტოჟურნალისტად მუშაობდა. მის შემოქმედებაში აისახა 9 აპრილი, სამოქალაქო ომი თბილისში, აფხაზეთის ომი და სხვა.
მისი საყვარელი კამერა „Nikon F3“ იყო, თუმცა მხოლოდ ერთი კამერით არასდროს უმუშავია – მუდმივად ახალი ექსპერიმენტების ძიებაში იყო.
ფოტოები: გიორგი ცაგარელი









