Westworld | 2058 წლის ესთეტიკა

სერიალ Westworld-ის პირველი ორი სეზონის მოვლენები ველურ დასავლეთში ვითარდება, სადაც ნამდვილ ადამიანებს მიმსგავსებულ რობოტებს სტუმართა, ანუ რეალურ ადამიანთა გართობა ევალებათ. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა ისე მოექცნენ რობოტებს, როგორც მოესურვებათ. თუმცა, ეს ყველაფერი გრძელდება მანამ, სანამ რობოტები თავიანთ ცნობიერს არ აღმოაჩენენ.

დაახლოებით სამი კვირის წინ Westworld-ის მაყურებელმა მესამე სეზონიც იხილა, რომელიც მომავალს გვიჩვენებს. მესამე სეზონში მოვლენები 2058 წელს ვითარდება. მიუხედავად ამისა, პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ სერიალში რეალური არქიტექტურის ნიმუშები წარმოეჩინათ, მათში შეტანილი მცირეოდენი ცვლილებებით.

Westworld-ის მესამე სეზონში ვხვდებით იმგვარ შენობებს, როგორებიცაა La Fábrica ბარსელონაში, ასევე, ვალენსიაში მდებარე კულტურული და არქიტექტურული კომპლექსი The City of Arts and Sciences. ასევე, აღსანიშნავია, რომ მესამე სეზონის მთელი პირველი სერია ამერიკელი არქიტექტორის – უოლას კანინგჰემის მიერ დაპროექტებულ არქიტექტურულ კომპლექსში ვითარდება. ამას გარდა, მესამე სეზონში თქვენ შეხვდებით შუშის ელემენტების, შენობათა მომრგვალებული ფორმებისა და სიმწვანის ნაზავს, რითაც გადმოცემულია ჰარმონია ბუნებასა და თანამედროვე სამყაროს შორის.

Westworld-ის მესამე სეზონში, სცენარისტების თანახმად, ყველაფერი უნაკლო უნდა იყოს, რადგან აქ ყველას და ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი განაგებს. არსებული სივრცე დიდი უნდა იყოს და ყველასათვის ხელმისაწვდომი, ამასთან, კომფორტული, სასიამოვნო და ესთეტიკურად მომხიბლავი.

Image Credits to Bad Robots/HBO
Image Credits to Bad Robots/HBO
Image Credits to Bad Robots/HBO
Image Credits to Bad Robots/HBO
Image Credits to Bad Robots/HBO
Image Credits to Bad Robots/HBO
Image Credits to Bad Robots/HBO