ახალი ფერმენტი პლასტმასის ბოთლებს რამდენიმე საათში ამუშავებს

მეცნიერების მიერ შექმნილიახალი მუტანტი ფერმენტი პლასტმასის ბოთლებს რამდენიმე საათში ამუშავებს.
ფერმენტი კომპოსტოს ფოთლებში აღმოაჩინეს, რომელიც ბოთლებს ქიმიურ საშენ მასალამდე შლიდა. მიღებული მასალა ახალი ბოთლების შესაქმნელად გამოიყენებოდა. შემდეგ, მკვლევრებმა ფერმენტის უფრო ეფექტური ვერსიის მისაღებად მისი მუტირება მოახდინეს და მიიღეს ახალი ფერმენტი, რომელმაც დასაშლელად აღებული ბოთლების 90% 10 საათში დაშალა შეუძლია.

Recycling and the future of the plastics industry | McKinsey

ამჟამად, პლანეტა მილიარდ ტონაზე მეტი პლასტმასითაა დაბინძურებული. პრობლემის გადასაწყვეტად ზოგიერთ კომპანიას წარმოების შემცირება მიაჩნია. Carbios-ის განცხადებით კი ნამდვილი, სწრაფი გადამუშავება პრობლემის მოგვარების ბევრად ეფექტურ გზაა.

Carbios-ი პლასტმასის დამშლელი ფერმენტების შექმნაში მოწინავე კომპანიაა და ამჟამინდელი სამუშაო მისი მნიშვნელოვანი მიღწევაა.