პოდკასტები ხელოვნების მოყვარულთათვის

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მრავალი ადამიანი იზოლაციაში იმყოფება. დროის ნაყოფიერად გამოყენების მიზნით კი ჟურნალი „Aesthetica” აქვეყნებს ხელოვნებასთან დაკავშირებული პოდკასტების სიას.

The Art Newspaper Podcast

The Art Newspaper სხვადასხვა ნამუშევრებზე გვაწვდის ინფორმაციას. რედაქტორი ბენ ლუკი მომხმარებლებს მნიშვნელოვანი სოციო-პოლიტიკური მოვლენებისა და გამოფენების შესახებ აცნობს სიახლეებს. ამასთან, პოდკასტში ცნობილი ირანელი ხელოვანი – შირინ ნეშატი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენებზე გლობალური მოვლენების გავლენაზე ისაუბრებს.

A Piece of Work

A Piece of Work მომხმარებელს ერთ-ერთი ცნობილი სითქომის Broad City-ის შემქმნელი – აბი იაკობსონის 10-ეპიზოდიან პოდკასტს სთავაზობს, სადაც იგი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის – MoMA-ს გამოფენებსა და კოლექციებზე საუბრობს. ასევე, თქვენ გაქვთ საშუალება ვირტუალურად იმოგზაუროთ ნიუ იორკის საგამოფენო სივრცეში, სადაც ცნობილი ადამიანები – რუ პოლი და ქუესთლავი განიხილავენ თანამედროვე ხელოვნებას.

Material Matters with Grant Gibson

Material Matters with Grant Gibson- ის ფარგლებში შეხვდებით სახელგანთქმულ და გავლენიან დიზაინერებს, ხელოვანებსა და არტისტებს დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, რომლებიც გასცემენ პასუხს კითხვაზე, თუ რამ შეცვალა მათი ცხოვრება. ასევე, ბრიტანელი კრიტიკოსისგან – გრანტ გიბსონისგან მსმენელი შეიტყობს მნიშვნელოვან ინფორმაციას მდგრადი განვითარებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.

ArtTactic Podcast

ArtTactic მომხმარებელს აძლევს საშუალებას გააანალიზოს ხელოვნებასთან დაკავშირებული მოვლენების მნიშვნელობა. ცნობილი ნიუ-იორკელი არტისტი ადამ გრინი გვთავაზობს დისკუსიას მსოფლიოს გარშემო არსებულ მწერლებთან. Sotheby’s-ის, Artsy-სა და Art Review-ის წარმომადგენლები კი აუქციონებსა და ეკონომიკაზე ისაუბრებენ.

Raw Material

რაც შეეხება Raw Material-ს იგი შესაძლებლობას გაძლევთ სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის – SFMOMA-ს მნიშვნელოვანი და გამორჩეული ნამუშევრები დაათვალიეროთ.


წყარო: Aesthetica Magazine