ხელოვანი, რომელიც წიგნებს კრისტალიზებულ არტეფაქტებად გარდაქმნის

სან-ფრანცისკოში მცხოვრები ხელოვანი ალექსის არნოლდი (Alexis Arnold) 2011 წლიდან ძველ წიგნებს აგროვებს და კრისტალიზებულ არტეფაქტებად გარდაქმნის. ხელოვანის კოლექცია სახელად „Crystalized Books“ დღითიდღე იზრდება – მის კოლექციაში შედის ისეთი წიგნები, როგორებიცაა „მადამ ბოვარი“, „მობი დიკი“ და მრავალი სხვა. ალექსისი მიზნად ისახავს უზრუნველყოს ინდივიდუალური აღქმა, გარდაქმნას ყველასთვის ნაცნობი საგანი და ხაზი გაუსვას საგნისა და გამოყენებული მასალების ესთეტიურ მხარეს. ყოველი წიგნის მინერალად გადაქცეული ზედაპირი გადაშლილს ჰგავს, რის გამოც სხვადასხვა განათებაში ფურცლის მოძრაობის ილუზია ჩნდება.